ივესტირება უძრავ ქონებაში
ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში ქონებაში.
ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ საინვესტიციო სერვისს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბაზრის ანალიზს/ბაზრის კვლევას, დოკუმენტაციის ექსპერტიზას/სამართლებრივ მომსახურებას, სარემონტო სამუშაოების მართვას, გაყიდვას და დაქირავებას.
ჩვენ შესახებ
კომპანია „My Expert” დაარსდა 2012 წელს. ის შედგება გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექსპერტთა გუნდისაგან, რომლის მუშაობა ეფუძნება წესიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. თუ თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება უძრავი ქონების, მშენებლობისა ან ნებისმიერ სხვა ბეზნეს სფეროში, თქვენ დაგჭირდებათ ექსპერტები, რომლებიც გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას თქვენი ინვესტიციების დაზღვევისთვის. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ყველა დეტალის გარკვევაში და გაგიწევენ საჭირო მომსახურეობას დაინტერესების სფეროში ინვესტირებისთვის, როგორც პროექტის განხორციელების, აგრეთვე მისი დასრულების შემდეგაც. ჩვენი კომპანია გთავაზობთ საჭირო მომსახურეობას თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის, მათ შორის იურიდიული, საბუღალტრო და სხვადასხვა ტიპის საექსპერტო სერვისი, რომელიც შესრულდება მაღალი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენს კომპანიას ასევე გააჩნია ცალკე მიმართულება: ჩვენ დახმარებას ვუწევთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად. ჩვენ ვაწვდით მათ ყველა საჭირო სერვისს, რაც დაეხმარება მათ მიიღონ განათლება საქართველოში უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.
გამოცდილება
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენს კლიენტებთან კარგი ურიერთობის შენარჩუნება და მათზე ზრუნვა გაცილებით უფრო მომგებიანია ჩვენი ბიზნესის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის, ვიდრე ურთიერთობისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მოკლევადიანი სარგებლის მიღება.
ანალიზი
პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენი ხედვა მოიცავს პრობლემის ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკას, რომელიც ხორციელდება შესაბამის სფეროში ექსპერტის მიერ სიღრმისეული ანალიზის ჩატარების გზით.
ფოკუსი
ყოვლისმომცველ ანალიზზე დაფუძნებული დიაგნოსტიკის შემდეგ, საჭიროა პრობლემისმოგვარების შესაძლო გზების მოძიება, მათი პრიორიტეზაცია, შესაძლო ალტერნატივების მოძიება და მათ შორის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, კონცეფციის შემუშავება და კონცენტრირება მის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე.
ჩვენ ვიცით, როგორ გავაბედნიროთ ჩვენი კლიენტები ჩვენთან თანამშრომლობის დროს!
მშვიდი და გონივრული მიდგომა ნებისმიერი სახის თანამშრომლობის მიმართ. რთული სიტუაციებიდან კრეატიული გამოსავლის მონახვა, ობიექტურობა და სამართლიანობა, მხარდაჭერა და ერთგულება, დასახული მიზნების მიღწევა და შეთანხმებული საქმეების ბოლომდე მიყვანა! ეს არის My Expert-ის ისტორია! ჩვენ მოვდივართ ამ პრინციპებით და ვაგრძელებთ მუშაობას იმავე პრინციპებით.
კომპანიის ხედვა
ჩვენი კომპანიის ხედვა ეფუძნება მარტივ ფილოსოფიას: ობიექტურობა და ერთგულება კლიენტის მიმართ, თითოეული პრობლემური საქმის ბოლომდე მიყვანა და კლიენტის მაქსიმალური მხარდაჭერა, რაც აგრძნობინებს მას ნამდვილ მეგობრულ ზრუნვას. გულწრფელობა და გახსნილობა ნებისმიერ საქმეში! მთავარია არა მოგება, არამედ პოზიტიური ურთიერთობა ჩვენსა და კლიენტს შორის, რომელიც ყალიბდება ჩვენ მიერ გაწეული სერვისების საფუძველზე.
კონტაქტი
მისამართი
N19 მამია გურიელის ქუჩა, თბილისი, საქართველო.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ე-ფოსტაზე:
+995 568 716 099
ალტერნატიულად შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგი საკონტაქტო ფორმა: